logo_geo
რას გულისხმობს ლარის სტაბილურობის გეგმა, რომელიც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავეს
- +

29 ნოემბერი. 2016. 19:47




მთავრობამ ლარის დასტაბილურების მიზნით ეროვნულ ბანკთან ერთად ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომლის დეტალებიც მთავრობის წევრებს გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააცნო. ლარიზაციის გეგმაში დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები.


პრემიერის თქმით, თავდაპირველად, 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნვეყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხები გადავა ლარში. 2017 წლის 1 იანვრიდან კი 100 000 ლარამდე სესხები ეროვნული ვალუტით გაიცემა.


მისივე განცხადებით, უნდა მომზადდეს კანონპროექტი რეკლამის შესახებ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი მომსახურების ან საქონლის ფასი, აუცილებლად, გამოქყვენდება ლარში.


სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე - დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას იქონიებს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ, საკუთარი მიმდინარე ხარჯების უფრო ეფექტურად მართვა", - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.





 

big_banner
არქივი