logo_geo
ფრაქცია „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს
- +

18 ივლისი. 2022. 12:08

ფრაქცია „ქართული ოცნების“ 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„18 ივლისის რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ჩვენი ფრაქციის 81 წევრისგან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ, რადიკალური ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს, პარალელური პროცესების გამოგონებით, ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციის შესრულების პროცესს. მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისა და საკომიტეტო საქმიანობაში, რაც სხვათა შორის მათი კონსტიტუციური ვალდებულებაცაა“, - განაცადა მიქანაძემ.

 

პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე განკარგულებას ხელი 15 ივლისს მოაწერა.

 

 

 

big_banner
არქივი