logo_geo
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, აქამდე უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო, კომიტეტის სხდომებიც ამას ეძღვნებოდა
- +

18 ივლისი. 2022. 13:19

 

 

„საპარლამენტო მუშაობა მიდის და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს ამ საპარლამენტო სამუშაოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტი არ მუშაობს. მისი თქმით, საპარლამენტო მუშაობა მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი, საქმიანობაში ჩართვას ბოიკოტს უცხადებს.

 

„მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ, შეცდომაში რომ არ იყოს შეყვანილი,  იცოდეს, რომ საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, აქამდე უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო, კომიტეტის სხდომებიც ამას ეძღვნებოდა. დღეს, მაგალითად, თავდაცვის კომიტეტს აქვს ჩანიშნული სხდომა, სადაც განიხილება ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც 12 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილია, ხვალ იურიდიულ კომიტეტს ექნება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საპარლამენტო მუშაობაში ოპოზიციის ნაწილი ჩართულია, ხოლო ოპოზიციის ნაწილი უარს აცხადებს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვაზე და ამ რიგგარეშე სესიის მოწვევით ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ამ ნაწილს ოპოზიციისა, რომელიც იწვევს სესიას, სურს მუშაობა და სხვას არ სურს მუშაობა, არადა, საქმე, რეალობაში, არის პირიქით. პირიქით იმიტომ, რომ საპარლამენტო მუშაობა მიდის და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს ამ საპარლამენტო სამუშაოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი