logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა
- +

19 ივლისი. 2022. 15:21

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური თურქმენეთში უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

 

მთავრობის მეთაურს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში, ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.

 

 

big_banner
არქივი