logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში მემორიალური კომპლექსი „ხალხის მეხსიერება“ გვირგვინებით შეამკო
- +

20 ივლისი. 2022. 17:05

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში მემორიალურ კომპლექს „ხალხის მეხსიერებაში“ იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აშხაბადის 1948 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას, გეოკტეპეს 1881 წლის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნასა და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალები გვირგვინებით შეამკო.

 

პრემიერ-მინისტრი მემორიალურ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

big_banner
არქივი