logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო
- +

26 ივლისი. 2022. 16:40

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

 

ნურ-სულთანის, ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო  აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

 

მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახიტ სულტანოვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში გიორგი ჩხეიძე დახვდნენ.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

 

 

 

big_banner
არქივი