logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებები არის უბრალო სპეკულაციები
- +

29 ივლისი. 2022. 15:05

"ყოველგვარი განცხადებები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ არის უბრალო სპეკულაციები," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაციის შესახებ, თუ რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები არის უბრალო სპეკულაციები, არანაირი საფუძველი არ არსებობს მისი დაბრუნების შესახებ განცხადებებისა. თქვენ ალბათ ნახეთ ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც ნათლად არის ახსნილი მისი ხედვაც, მოტივაციაც, პირადი საქმეც და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე“,- აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.

big_banner
არქივი