"მე, როგორც პრემიერ-მინისტრი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასა და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გაუმჯობესებას, ამ მიმართულებით მე მაქსიმუმს გავაკეთებ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაური სახალხო დღესასწაულს მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად დაესწრო.