logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე
- +

3 აგვისტო. 2022. 14:09

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და განხილული იყოს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული კანონპროექტები.

 

„ევროპას ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და შევატყობინეთ, როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა. გავაცანით მკაფიო გრაფიკი, თუ როდის მოხდება შესაბამისი ინიციატივების შემოტანა და მიღება მესამე მოსმენით. ვთანხმდებით ერთ რამეზე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი და საპარლამენტო ფორმატები არის წამყვანი. კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები - ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის ინკლუზიურობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და განხილული იყოს კანონპროექტები. დემოკრატია სწორედ ამის გულისხმობს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი