logo_geo
თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა
- +

5 აგვისტო. 2022. 15:35

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ NATO-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და თანამშრომლობა ღრმავდება.  მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც.

 

თორნიკე რიჟვაძემ ალექსანდერ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, NATO-ს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

 

შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი