logo_geo
პრემიერის თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განკარგულების პროექტი დამტკიცდება, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი
- +

15 აგვისტო. 2022. 14:21

 

 

ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომელთა მდებარეობაა - ქუთაისი, თბილისი და ზუგდიდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს განვადებით მშენებლობის საკითხებზე, ძალიან მალე დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ დევნილებისთვის ათასობით ბინის მშენებლობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

big_banner
არქივი