logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიის შემდეგ პირველად, ივლისში ტურიზმის შემოსავლებმა 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა
- +

15 აგვისტო. 2022. 14:23

 

 

ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული, რის შედეგადაც ივლისში ტურიზმის შემოსავლებმა პანდემიის შემდეგ პირველად, 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა.

გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ით მეტია, ხოლო თუ ჩვენ ამას 2021 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, ეს 130%-ით მეტია. ჯამში, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,618 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულით ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდა, რაც სასიხარულოა.

 

 

big_banner
არქივი