logo_geo
შალვა პაპუაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: სამაგალითოა თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის
- +

24 აგვისტო. 2022. 12:28

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

როგორც პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს, სამაგალითოა უკრაინელების ბრძოლა თავისუფლებისთვის.

 

„ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის ღირებულებას. უკრაინელ ხალხს სიძლიერეს ვუსურვებ, რათა დაიცვან თავიანთი სამშობლო და უზრუნველყონ მშვიდობიანი მომავალი“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი