logo_geo
გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა
- +

31 აგვისტო. 2022. 12:41

 

 

გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან კახა იმნაძე შეცვალა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შესაბამის წარდგენას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

 

დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2022 წლის აპრილში ის ამ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეცვალა.

 

 

big_banner
არქივი