logo_geo
გიორგი ვოლსკი გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
- +

31 აგვისტო. 2022. 13:47

 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა.

 

შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი დაესწრო, მხარეებმა რეგიონში  უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრეს.

 

გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე ქართველმა დეპუტატებმა, ასევე, სამშვიდობო პროცესების შესაძლო განვითარების გზები განიხილეს.

 

 

big_banner
არქივი