logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა მუშაობს რეკომენდაციებზე და არამარტო მათზე, მუშაობს მთლიანად ასოცირების დღის წესრიგზე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე
- +

2 სექტემბერი. 2022. 20:48

 

 

ჩვენი კოლეგების მხრიდან ერთხმად გვესმის, რომ ევროკავშირმა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სამივე ქვეყანას უხსნის ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივას, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია რეფორმების გატარება, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებით.

საქართველოსთვის განისაზღვრა 12 რეკომენდაცია. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება და რეფორმები ამ შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ევროკავშირის ინსტიტუტები მხარს უჭერენ სამივე ქვეყნის პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რაც დაკავშირებულია მთელ რიგ ეტაპებთან. ევროკავშირი მზადაა სამივე ქვეყანას რეფორმების გატარებაში დაეხმაროს. გავაგრძელებთ პარტნიორებთან კონსულტაციებს. ევროკავშირში ცხადად არის ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკომისია შეაფასებს გაფართოების პოლიტიკის ჩარჩოში. ეს ნიშნავს, რომ შემდგომი ანგარიშები მომზადდება მომავალ წელს. ეს არის დროის ხაზი, რომელიც განისაზღვრა. ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის არც ერთი თვის და არც ერთი წლის საქმე. ძალიან რთულია ერთკვირიანი ან ერთთვიანი ვადების დაწესება ნებისმიერი რეფორმის გასატარებლად“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

მისივე განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელსაც სჭირდება პროგრესი.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა მუშაობს რეკომენდაციებზე და არამარტო მათზე, მუშაობს მთლიანად ასოცირების დღის წესრიგზე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე. ჩვენი მიზანია, საქართველო რაც შეიძლება მალე ევროკავშირში გასაწევრიანებლად თავსებადი ქვეყანა. ამას სჭირდება ძალიან ბევრი შრომა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და რეფორმების გატარება. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა“, - აცხადებს ბოჭორიშვილი

 

 

big_banner
არქივი