logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული, რათა ოპონენტებს პოზიტიური დინამიკა აჩვენოს - ყველაფერს ვაკეთებთ ევროკომისიის რეკომენდაციების სწრაფად შესასრულებლად
- +

2 სექტემბერი. 2022. 21:20

 

 

მომავალ კვირაში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. გაიმართება ასოცირების საბჭო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება და ფორმატი, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკას“ ბრიუსელში განუცხადა.

შევაფასებთ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, განვიხილავთ შემდგომ რეფორმებს, რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას. საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, რათა პოზიტიური დინამიკა აჩვენოს პარტნიორებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ევროკომისიის რეკომენდაციების ძალიან სწრაფად შესასრულებლად .

მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორ წარიმართება პროცესი, რა კონკრეტულ თარიღებთან გვექნება კავშირი და ამ თემებზე გვექნება კონსულტაციები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება განპირობებული იყო გეოპოლიტიკური ვითარებით და მიღებული გადაწყვეტილებები კარგი საფუძველია სამივე სახელმწიფოს მეტი ინტეგრაციისთვის, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

big_banner
არქივი