logo_geo
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების თაობაზე კანონპროექტის დარეგისტრირებას მხარი დაუჭირა
- +

9 სექტემბერი. 2022. 12:29

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კონსტიტუციური კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომიტეტის მიერ გადამოწმდა და დადასტურდა პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა. შესაბამისად, პარლამენტი უფლებამოსილია საერთო -სახალხო განხილვის უზრუნველყოფისთვის შეიქმნას კომისია. კომისიის შემადგენლობა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ფრაქციებთან კონსულტაციის შედეგად შეთანხმებულია და მასში შევლენ: ანრი ოხანაშვილი, ნინო იობაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, დავით უსუფაშვილი, იაგო ხვიჩია, მიხეილ დაუშვილი“,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივა გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას ითვალისწინებს.

კომიტეტმა შეიმუშავა და მხარი დაუჭირა დასკვნას, რომლის საფუძველზეც პარლამენტი შესაბამის დადგენილებას მიიღებს.

big_banner
არქივი