logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განვიხილეთ
- +

12 სექტემბერი. 2022. 09:56

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს.

 

„შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ფილიპ რიკერს. განვიხილეთ რეგიონალური მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

big_banner
არქივი