logo_geo
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები საპარლამენტო კონტროლის შესახებ მომზადებულ სახელმძღვანელოს გაეცნენ
- +

13 სექტემბერი. 2022. 00:31

 

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანა ბუჩუკური და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის შესახებ მომზადებულ ახალ სახელმძღვანელოს გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პრაქტიკულ სახელმძღვანელოში თავმოყრილია პარლამენტის რეკომენდაციების, როგორც რეგლამენტით განსაზღვრული საკონტროლო მექანიზმის ეფექტიანი გამოყენების უპირატესობები და პროცედურები. ამასთან, წარმოდგენილია სისტემის განვითარებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.

 

სახელმძღვანელო საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატისთვის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, ექსპერტების - კენ მაკინტოშისა და თამარ ჩუგოშვილის მიერ მომზადდა.

 

 

big_banner
არქივი