logo_geo
შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
- +

13 სექტემბერი. 2022. 13:00

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ საუკუნოვან კავშირებსა და მრავალმხრივ თანამშრომლობას.

 

შალვა პაპუაშვილმა ელჩთან მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი და დროული განხორციელებისთვის.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ბულგარეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მომავლისა და ქვეყნის სხვადასხვა სფეროში განვითარების მხარდაჭერისთვის.

 

ელჩმა აღნიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას. ვესელინ ვალკანოვმა საქართველოს პარლამენტს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობაში წარმატება უსურვა.

 

 

big_banner
არქივი