logo_geo
ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
- +

13 სექტემბერი. 2022. 13:57

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ამასთანავე, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკას ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებით ოპერატიული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

 

ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

big_banner
არქივი