logo_geo
ალუდა ღუდუშაური: რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ესაუბრება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მიტინგებსა და მანიფესტაციებზე პოლიტიკურ გზავნილებს აფიქსირებენ
- +

17 სექტემბერი. 2022. 00:17

 

 

რთული მისახვედრი არ უნდა იყოს - ამ დროს მაგიდაზე სასაუბრო თემა არის ის, თუ როგორ მოვიდნენ ეს ორივე, რეალურად ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პირები ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ესაუბრება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საჯაროდ, მიტინგებსა და მანიფესტაციებზე პოლიტიკურ გზავნილებს აფიქსირებენ.

 

„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელსაც თითი-თითზე არ აქვს დადებული საპარლამენტო საქმიანობაში, ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, საკუთარი მოსახლეობისთვის, დიდწილად ესაუბრება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საჯაროდ, მიტინგებსა და მანიფესტაციებზე აფიქსირებენ პოლიტიკურ გზავნილებს. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს - ამ დროს მაგიდაზე სასაუბრო თემა არის ის, თუ როგორ მოვიდნენ ეს ორივე, რეალურად ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პირები ხელისუფლებაში“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

ოპოზიციამ, რომელიც ევროპულ რეკომენდაციებს გაემიჯნა და სამუშაო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, რეკომენდაციების შესრულების საკუთარი, ალტერნატიული გეგმა შეიმუშავა. „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმის ორი პუნქტი, მესამე სექტორმა დაიწუნა. საუბარია მართლმსაჯულებასა და დეოლიგარქიზაციაზე. საბოლოო ჯამში, ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციაზე საკანონმდებლო წინადადების ინიციირება გადაიფიქრა. მართლმსაჯულებაზე მომზადებული პროექტი ევროპულ რეკომენდაციებს უნდა დაუახლოონ.

 

 

big_banner
არქივი