logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
- +

19 სექტემბერი. 2022. 17:28

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, კომიტეტის წევრებთან ერთად, ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მარკ დემესმაეკერს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს ასევე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

კომიტეტის წევრებმა ბელგიელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა, საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივები.

საქართველოში ბელგიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გამოხატულება. მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგების შეხედულებები საქართველოსთან მიმართებაში იყოს პოზიტიური. შეხვედრისას, ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა.

ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგების რეკომენდაცია და მხარდაჭერა. ის გზავნილები, რომელსაც სტუმრები წაიღებენ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბელგიის პოზიციონირებაში, როდესაც საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია განიხილება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგების შეხედულებები საქართველოსთან მიმართებაში იყოს პოზიტიური“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდგომ მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

 

 

big_banner
არქივი