logo_geo
შსს ოფიციალურად ადასტურებს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავებასა და მძევლების გათავისუფლებას
- +

21 სექტემბერი. 2022. 00:30

 

 

„დაკავებულია ერთი პირი გიდასტურებთ, სპეცოპერაცია არის დასრულებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი“, –  განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი, რომელსაც 9 საათის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, უკვე იდენტიფიცირებული და დაკავებულია.

 

„საქართველოს ბანკის” ფილიალის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები ამ დრომდე რჩებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

 

 

big_banner
არქივი