logo_geo
ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

21 სექტემბერი. 2022. 10:25

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოს დენდიასს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა განიხილეს.

ქართული მხარე მიესალმა საბერძნეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას.

ორმხრივ თანამშრომლობის დღის წესრიგზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა და ეკონომიკა, კულტურა, ტურიზმი და ხალხთაშორისი კავშირები.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს და აღნიშნეს მაღალ დონეზე მჭიდრო კომუნიკაციის გააქტიურების მნიშვნელობა.

მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

big_banner
არქივი