logo_geo
შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, გიდეონ საარს შეხვდა
- +

21 სექტემბერი. 2022. 13:06

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობასა და ისტორიულად მტკიცე ხალხთაშორის კავშირებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება.

შალვა პაპუაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს წარმატება უსურვა ნოემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში და ახალ მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

big_banner
არქივი