ამ პუნქტების შესრულება არის არა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულება, არამედ ოპოზიციის ვალდებულებაცაა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.
„შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში იმისთვის, რომ ეს პუნქტები შესრულდეს“, - განაცხადა სამხარაძემ.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ქართველ დეპუტატებთან ერთად ევროპელი კანონმდებლებიც ესწრებიან, პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გაკეთდა. ევროპის გზავნილი უცვლელია - 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაონ.