logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, არასამთავრობოები და ოპოზიციის ნაწილი გვთავაზობს ისეთ ვერსიას, რომელსაც ანალოგი არ აქვს არათუ ევროპაში, არამედ ზოგადად არსად
- +

21 სექტემბერი. 2022. 18:10

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობოები და ოპოზიციის ნაწილი გვთავაზობს ისეთ ვერსიას, რომელსაც ანალოგი არ აქვს არათუ ევროპაში, არამედ ზოგადად არსად, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ვერ იქნება საექსპერიმენტო ქვეყანა, სადაც შეიძლება რაღაც ახალი ტიპის რეფორმა გატარდეს, რომელიც მსოფლიოში არსად არასდროს გატარებულა.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ არცერთ ისეთ კანონ-პროექტს, რომელიც არ შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და არ არის თანხვედრაში ევროპულ გამოცდილებასთან. ეს არის ერთადერთი წინაპირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. სხვა დანარჩენი წინადადებების მიმართ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილი და მზად ვართ, რომ ყველა სხვა წინადადება განვიხილოთ, თუმცა ჩვენ არ მივიღებთ არცერთ ისეთ წინადადებას, რომელიც არ არის აპრობირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენ ვერ ვიქნებით საექსპერიმენტო ქვეყანა, სადაც შეიძლება რაღაც ახალი ტიპის რეფორმა გატარდეს, რომელიც მსოფლიოში არსად არასდროს გატარებულა.

big_banner
არქივი