logo_geo
თეა წულუკიანი: ეკა გიგაური და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა ისე, რომ ის ამას არ აღიარებს
- +

21 სექტემბერი. 2022. 22:21

 

 

თეა წულუკიანი ეკა გიგაურის განცხადებას პოლიტიკურ დემაგოგიად აფასებს. საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა, თუმცა ამას არ აღიარებს.

 

„ეს არის ჩვეულებრივი დემაგოგია. ვფიქრობ, დემაგოგია არის შესაფერისი ტერმინი ამ შემთხვევაში, ვინაიდან ქალბატონი ეკა და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა ისე, რომ ის ამას არ აღიარებს. შესაბამისად, პოლიტიკურ დემაგოგიასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

გიგაურის განცხადებით, მმართველი პარტია ცდილობს „ხალხი იყოს ღარიბი, რადგან როცა ადამიანები ღარიბები არიან, არჩევნების დროს მათი მანიპულაცია ძალიან მარტივია“.

 

 

big_banner
არქივი