logo_geo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა
- +

22 სექტემბერი. 2022. 11:05

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა. საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მინისტრი მიესალმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აშშ-ის წარმომადგენლის თანამდებობაზე ელჩ ფილიპ რიკერის დანიშვნას და აღნიშნა, რომ მისი ჩართულობა ახალ სტიმულს შესძენს როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიმართულებით.

მინისტრმა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

 

 

big_banner
არქივი