logo_geo
არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
- +

22 სექტემბერი. 2022. 17:43

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.

big_banner
არქივი