logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი
- +

23 სექტემბერი. 2022. 23:59

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია”, - წერს პრემიერ-მინისტრი.

big_banner
არქივი