logo_geo
კახა კალაძე: თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე. თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ
- +

24 სექტემბერი. 2022. 14:28

 

თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე. არ ინერვიულოთ! თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით.

კახა კალაძე დაინტერესდა, საიდან ჰქონდა მედიას აღნიშნული ინფორმაცია. მან ჟურნალისტებს სხვა, სერიოზული კითხვების დასმისკენ მოუწოდა.

„გაქვთ სხვა შეკითხვები? სერიოზული შეკითხვები გაქვთ? თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე. არ ინერვიულოთ! თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებით, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს თუ გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო“, - განაცხადა კალაძემ.

big_banner
არქივი