logo_geo
კახა კალაძე: დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
- +

24 სექტემბერი. 2022. 14:30

 

დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვას, „რა მომავალი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას” შემცირებული რეიტინგისა და შიდადაპირისპირებების ფონზე”.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალური პოლიტიკური პარტიაა.

ეს არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რადიკალური დღის წესრიგი. როგორც ყოველთვის, წლების განმავლობაში, დღესაც და სამომავლოდაც, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. შესაბამისად, ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები იქნებიან დამარცხებული, როგორც წინა წლებში”,- განაცხადა კახა კალაძემ.

big_banner
არქივი