logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზეა - ეს არის ის შესაძლებლობა და ფორმატი, როდესაც შეგიძლია მსოფლიოს გააცნო შენი მთავარი გზავნილი
- +

24 სექტემბერი. 2022. 21:26

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზეა- ეს არის ის შესაძლებლობა და ფორმატი, როდესაც შეგიძლია მსოფლიოს გააცნო შენი მთავარი გზავნილი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„პირველ რიგში, გზავნილი იყო საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და როგორ ვუყურებთ ჩვენს როლს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა და ამ რეალობაში ვცხოვრობთ უკვე ათწლეულებია. ეს არის გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრემიერისგან, რომ მზად ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ, ჩვენი პრობლემა და გამოწვევა მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ. უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, საკითხი თანამედროვე გლობალურ გამოწვევად რჩება - რუსეთის აგრესია უკრაინასთან მიმართებაში და მკაფიო გზავნილები, რაც პრემიერმა უკრაინასთან მიმართებაში გააჟღერა ისაა, რომ საქართველო არის საერთაშორისო პარტნიორების გვერდით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის გვერდით დგას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი