logo_geo
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ მხარეს არ არიან ოლიგარქები, რადიკალურ ოპოზიციაში კი ოლიგარქები მრავლად არიან წარმოდგენილები
- +

25 სექტემბერი. 2022. 20:42

 

 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ორიენტირებულმა ოპოზიციამ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე უარი დავით კეზერაშვილისა და მათ ბანაკში მყოფი ბევრი ოლიგარქის გამო დაიხია. ამ თემზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

 

„მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მხარეს არ არიან ოლიგარქები, რადიკალურ ოპოზიციაში კი მრავლად არიან ოლიგარქები წარმოდგენილები. ერთ-ერთია კეზერაშვილი, ასევე არის ჭუტა, ასევე არის ხაზარაძე, ჯაფარიძე და სხვები. ისინი მრავლად არიან რადიკალური ოპოზიციის მხარეს წარმოდგენილი და აქედან გამომიდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მათ ასეთი კანონის მიღება არ აწყობთ.

 

მთლიანობაში, კეზერაშვილს, ასევე სააკაშვილს და სხვებს აქვთ მჭიდრო კოორდინაცია არახამიასთან. ეს დაფარული არ არის, ყველამ იცის. არახამიაც არის ამ საერთო კოორდინაციის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს კონკრეტული ინტერესები და ეს ინტერესები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს. ისინი არიან ერთ მუშტად შეკრულები ამ ინტერესის გარშემო, თუმცა, ვფიქრობ, მათი მიზნების აღსრულებას არ უწერია კარგი პერსპექტივა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი