logo_geo
გია ცაგარეიშვილი: კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ შეეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქიული საქმიანობით არის დაკავებული. ასეთი არის ბატონი კეზერაშვილი და ასეთი არ არის ბატონი ივანიშვილი
- +

26 სექტემბერი. 2022. 00:15

 

 

„კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ შეეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქიული საქმიანობით არის დაკავებული. ასეთი არის ბატონი კეზერაშვილი და ასეთი არ არის ბატონი ივანიშვილი. და ეს მშვენივრად იციან „ნაციონალურ მოძრაობაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. დეპუტატმა განმარტა რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის უკრაინული მოდელი.

 

„უკრაინულ კანონში რამდენიმე პირობაა: ადამიანი უნდა აკონტროლებდეს მედიას, ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული, ადამიანს უნდა ჰქონდეს ბიზნესი ქვეყანაში. ივანიშვილი უკვე მესამე წელია წასულია პოლიტიკიდან, არ ფლობს მედიასაშუალებებს და ასევე ა ფლობს ბიზნესებს საქართველოში. სამივე კრიტერიუმს ნათლად აკმაყოფილებს ბატონი კეზერაშვილი და არა მხოლოდ ის, სხვა ბატონებიც, მათ შორის პარლამენტის ყოფილი წევრები, რომლებიც ახლა აფინანსებენ სხვადასხვა მედიასაშუალებებს თუ პოლიტიკურ პარტიებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი