logo_geo
გოგა ხაინდრავა: ახლა უკრაინიდან რომ რაღაცებს გველაპარაკებიან ეს უბადრუკები რუსეთის საფრთხეზე, რუსეთის საფრთხე ჩვენ ძვალ-რბილში გვაქვს და ეს გაიაზრა საქართველოს ხელისუფლებამ
- +

26 სექტემბერი. 2022. 01:03

 

 

მესამე მსოფლიო ომი დღეს რეალურად დაწყებულია, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„რუსეთი სახიფათო იმპერიაა, ყოველთვის იყო და არის. ყველაზე კარგად ამ იმპერიას ჩვენ ვიცნობთ. ათასი წელია მათ გვერდზე ვცხოვრობთ. ათასი წელია მათ გვერდზე ვცხოვრობთ. სამი საუკუნეა დაიწყო მათი ინტერვენცია საქართველოში. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით და ახლა უკრაინიდან რომ რაღაცებს გველაპარაკებიან ეს უბადრუკები, ეს ბეცები, პოლიტიკოსებად რომ მოაქვთ თავი და ექსპერტებად. რომ გველაპარაკებიან რუსეთის საფრთხეზე, რუსეთის საფრთხე ჩვენ ძვალ-რბილში გვაქვს. ეს საფრთხე გაიაზრა საქართველოს ხელისუფლებამ და მიხვდა, რომ დღეს, როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის რაღაც წრეების მხარდაჭერა დაკარგა, მაინც ყველაზე დიდი საფრთხე ააცილა ქვეყანას. ეს საფრთხე ისევ არსებობს“, - განაცხადა გოგ ხაინდრავამ.

 

 

big_banner
არქივი