logo_geo
შალვა პაპუაშვილი ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
- +

27 სექტემბერი. 2022. 11:55

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ავსტრიული მხარის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ავსტრია გააგრძელებს საქართველოს თანადგომას ევროკავშირში წევრობის გზაზე.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით, საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებასა და ავსტრია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

 

ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, დელეგაციის წევრებმა შალვა პაპუაშვილი ავსტრიაში ვიზიტით მიიწვიეს.

 

 

big_banner
არქივი