logo_geo
ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
- +

28 სექტემბერი. 2022. 18:01

 

 

საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

 

ანატოლი ლისი დიპლომატიურ უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

 

ეს იყო ოფიციალური თბილისის პირველი რეაქცია აფხაზეთიდან გავრცელებულ კადრებზე, რომლის თანახმად, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი