logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე: დაანებონ თავი ქართულ პოლიტიკას და თუ გადაერთვებიან კომიკურ ჟანრში, შეიძლება მეტი წარმატება ჰქონდეთ
- +

16 ნოემბერი. 2022. 23:42

ჯაფარიძის და ხოშტარიას ქმედებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა არ უნდათ. ისინი არიან დესტრუქციული ადამიანები, რომლებისთვისაც უცხოა ყოველგვარი დასავლური დემოკრატია ან ზოგადად სახელმწიფოებრივი პრინციპები. რაც შეეხება ვაშაძეს, მანამდე ასე აგრესიულად არ იქცეოდა, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობენ.

მე მგონი, ისინი ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარე დაშლის პროცესზე ხელი მოითბონ და გადაიბირონ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, იმიტომ რომ არა მგონია სამივეს ერთად რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ ოდესმე, რომ ბარიერი გადალახონ. შესაბამისად ახლა ცდილობენ ამ აგრესიული რიტორიკით მიიპყრონ აგრესიული ამომრჩეველი. ეს არის მათი ამოცანა. ამას არაფერი აქვს საერთო არც საქართველოს კანდიდატის სტატუსთან, არც 12 პუნქტთან, არც ევროკავშირთან.

ეს არის ჩვენ ამოცანა - ვაჩვენო მათი რეალური სახე, რომ ისინი მართლაც დასეირნობენ ბრიუსელის ქუჩებში, სელფებს იღებენ დერეფანში გამოჭერილ ადამიანებთან და არც იციან ვისთან იღებენ სელფებს. ძალიან კომიკურ ვითარებაში არიან და კარგია, რომ კომიკურ ვითარებაში არიან. ბოლომდე დარჩნენ ამ კომიკურ ვითარებაში, დაანებონ თავი ქართულ პოლიტიკას და თუ გადაერთვებიან კომიკურ ჟანრში შეიძლება მეტი წარმატება ჰქონდეთ“ - განაცხადა სამხარაძემ.

big_banner
არქივი