logo_geo
ირაკლი კობახიძე: პრემიერი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და მისი სიმამრი აფინანსებს პარტიას, აბა „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული პირი ხომ არ დაგვაფინანსებს
- +

17 ნოემბერი. 2022. 13:01

 

 

 

ნატო ხაინდრავა არის „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებული პირი, მისი ხელმძღვანელი, რამდენადაც ვიცი. მას რომ ჰქონდეს ინტერესი, მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, საერთოდ არ აქვს გასაკვირი. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერთან? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ჩვენ გაგვიჭირდა 700 000 ლარის მიღება ისე, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დამალვა გვინდოდა და ვერ დავმალეთ? სრული სისულელეა, მარტო „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ შეიძლება მოაფიქრდეს ასეთი ბოდვა. 700 000 ლარამდე შემოწირულობა ვერ მივიღეთ ისე, რომ არ შეგვეწუხებინა ნატო ხაინდრავა? ტყუილია ეს. თამაზ თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრის სიმამრია. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ირაკლი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი აფინანსებს პარტიას, აბა „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული პირი დაგვაფინანსებს?“ - აცხადებს კობახიძე.

 

 

big_banner
არქივი