logo_geo
ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არ უნდათ ოლიგარქიზაცია და შესაბამისად, არ უნდათ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა
- +

17 ნოემბერი. 2022. 13:12

 

 

„მათ არ უნდათ ოლიგარქიზაცია და შესაბამისად, არ უნდათ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა. ამიტომ ამ კანონს არ დაუჭირეს მხარი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

 

მისივე თქმით, ოლიგარქიზაცის შესახებ მათ უკრაინაში მიღებული კანონი აიღეს, რომელზეც კრიტიკა არ ყოფილა, თუმცა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესს აკრიტიკებენ.

 

„ვხედავთ, რომ ამ კანონს აკრიტიკებს NGO სექტორი და ასევე რადიკალური ოპოზიცია. მიზეზი არის ერთადერთი - მათ არ სურთ დეოლიგარქიზაცია. ისინი ხედავენ, რომ ერთადერთი სადაც არის ოლიგარქიზაციული გავლენები ეს არის მათი პოლიტიკური პარტია, ესაა „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე-ჯაფარიზე-ხოშტარიას“ სამეული. ოლიგარქიული გავლენები არის მხოლოდ იქ. აქედან გამომდინარე, მათ არ უნდათ ოლიგარქიზაცია და შესაბამისად არ უნდათ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა. ამიტომ ამ კანონს არ დაუჭირეს მხარი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი