logo_geo
მამუკა მდინარაძე: კუბილიუსს, ფოტიგას, ან ქალბატონ რასას რაც არ უნდა ქვეყნისთვის დამაზიანებელ რამ ეთქვათ, ენას თუ შევუბრუნებდით, ეს თავდასხმა იყო და ახლა როდესაც ევროკომისარს რუსეთის აგენტი უწოდეს, ეს არ ყოფილა თავდასხმა
- +

17 ნოემბერი. 2022. 23:38

 

ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის გაფართოებაზე, ამ საკითხშია კომისარი, ეს ადამიანი აფასებს პოზიტიურად ამ ქვეყნის ნაბიჯებს. კუბილიუსს, ფოტიგას, ან ქალბატონ რასას ენას შევუბრუნებდით, როცა არაობიექტურ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ რაღაცას, მაშინეს იყო თავდასხმა და ახლა როდესაც ევროკომისარს, მისი პოზიტიური განცხადებებიდან რამდენიმე წუთში შტურმით დაესხნენ თავს და უწოდეს რუსეთი აგენტი, ეს არ ყოფილა თავდასხმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ - არცერთი სიტყვა არ წასულა ჩვენგან პირველი, აი, უბრალოდ რაღაცის გამო გაგვეკრიტიკებინა, არცერთი. ყველა იყო საპასუხო რეაქცია. თუ იქიდან არ იქნება საქართველოსთვის დამაზიანებელი გზავნილი, ჩვენ არავის წინააღმდეგ ხმას არ ვიღებთ და არავის ვაკრიტიკებთ. მაგრამ, როგორც კი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცემთ პასუხს და ეს პასუხი არათი კრიტიკად, არამედ თავდასხმად ინათლება ხოლმე და მაშინ როდესაც რუსეთუმე ეძახეს, თავს დაეხნენ ევროკომისარს, ეს თავდასხმა არ არის თურმე. ორმაგი სტანდარტების ეს ხარისხი, ალბათ საზოგადოებისთვისაც გასაგებია“, - აღნიშნავს მდინარაძე.

big_banner
არქივი