logo_geo
მამუკა მდინარაძე: ბოლო დროს ჩვენი ოპონენტები მიეჩვივნენ ზოგად კრიტიკას, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს
- +

17 ნოემბერი. 2022. 23:58

 

ამ ბოლო დროს, ჩვენი ოპონენტები მიეჩვივნენ ზოგად კრიტიკას, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კი რომელიმე კონკრეტულ თემაზე ჩვენს ოპონენტებს პასუხს მოსთხოვ - რატომ კითხვაზე არასდროს პასუხი არ არის?! დეოლიგარქიზაციის თემაზეც ასეა. უკრაინის კანონზე, არცერთი სიტყვა კრიტიკული მათი მხრიდან არ თქმულა და არ გაგიკვირდეთ და არც საქართველოს კანონზე.

მსოფლიოში პრეცედენტი არ არსებობს როდესაც არგუმენტად, ან რომელიმე იურისტს ან პოლიტიკოსს ეთქვას, რომ ეს კანონი არ მომწონს იმიტომ, რომ შეიძლება არ მოერგოს ამა და ამ ადამიანს. კანონი იქმნება რაღაც პრევენციისათვის და შემდეგ ამ პრევენციის აღსრულების დროს ეს კანონი კონკრეტულ ადამიანებს შეეხება.

ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსთვის რაღაც მატერიალურ თანხას გაიღებს ხოლმე და აშენებს ეკლესიას, პარკს, მოამრავლებს გადაშენებული ჯიშებს ცხოველებს, ფრინველებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ინახავს, თეატრებს აშენებს - ეს არის ოლიგარქი? ნორმალურია ახლა ეს მსჯელობა?! სხვა კრიტერიუმით არ ერგება და არ ხდება იდენტიფიცირება კანონის, რომელიც უკრაინაში მიჩნეულია კარგად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

big_banner
არქივი