logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი
- +

18 ნოემბერი. 2022. 13:54

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო შეთქმულება და ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

 

„ასე, რომ მე ვფიქრობ, თუ ადამიანი არ არის მართლაც მტრულად განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ამ კითხვას არ უნდა სვამდეს. ყველასთვის ნათლია, თუ რა იყო მთავარი მოტივაცია, რის გამო არ მიეცა საქართველოს ავანსად საქართველოს სტატუსი.

 

ახლა მთავარზე გადავალ - კითხვის ავტორები მე მომმართავენ და მეკითხებიან, თუ რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ ქვეყნას მიეღო კანდიდატის სტატუსი. მე ძალიან მოკლედ გითხარით და შევაჯამე, რომ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა - ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ეს იყო შეთქმულება და ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის თანამონაწილეები ხართ თქვენ ყველანი.

 

მე ახლა შეგახსენებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ასევე იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვიცოდით, მოგვცემდნენ თუ არა სტატუსს, რა უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ პატრიოტ მოქალაქეს და მითუმეტეს პოლიტიკოსს, რა მნიშვნელობა აქვს, ეს პოლიტიკოსი პოზიციაშია თუ ოპოზიციაში? თუ მას შეუძლია, რომ რაღაც წვლილი შეიტანოს ამ დიდ საერთო ეროვნულ საქმეში, რა უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანს ან ამ ადამიანთა ჯგუფს? რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მთავრობასთან ერთდ, რომ ეს სტატუსი მიგვეღო ჩვენც ავანსად, როგორც მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ. ახლა როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს და მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა, ამ შემთხვევაში მათი დედა პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობა და სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და წარმოიდგინეთ, ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირი მიზეზი მიართვეს ლანგრით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო და გამოეყოთ ამ ჯგუფიდან. მით უმეტეს, რომელი ქვეყანა, რომელიც ათი თავით უსწრებს გნებავთ უკრაინას და გნებავთ მოლდოვას. ამას რა ჰქვია, თუ არა ღალატი ბატონო გიორგი, თუ არა საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორ ბედავთ საერთოდ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის და სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა. კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომლმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. ამის შემდეგ როგორ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის შეთქმულება, თქვენ ამას აგრძელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი