logo_geo
გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: გააჩნია, ვის უფრო კარგი ქურქუმალ ვაითი ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე
- +

19 ნოემბერი. 2022. 17:55

 

 

„გააჩნია, ვის უფრო კარგი ქურქუმალ ვაითი ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განუცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე ვინ გაიმარჯვებს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუკი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს“.

 

„გააჩნია, ვის უფრო კარგი ქურქუმალ ვაითი ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე. აი, ეს არის ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით. არის მეორე საკითხი. რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუკი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს და ვინ უფრო დამაზიანებელ დესტრუქციულ პროცესებს განავითარებს. ვის უფრო მეტი ფანტაზია აქვს, თუ რა ჩაიდინოს ისეთი, რომ ქვეყანას განვითარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში ხელი შეუშალოს. აი, ესაა მთელი სურათი, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება, როდესაც ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი