logo_geo
ირაკლი კობახიძე: მთავარი, რატომაც კონკრეტული ევროპარლამენტარები ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის ის, რომ სწორედ მათ წაახალისეს სააკაშვილი, როცა უკანონოდ ჩამოდიოდა საქართველოში
- +

20 ნოემბერი. 2022. 11:30

 

 

გარკვეულ ნაწილში ევროპარლამენტართა ტექსტები შერბილებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„მიქსერზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვებზე შეიძლება თქმა, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტული ევროპარლამენტარები, EPP, ასე შემდეგ ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის ის, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა წაახალისეს სააკაშვილი, როდესაც ის უკანონოდ ჩამოდიოდა საქართველოში. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ წაახალისეს სააკაშვილი და ახლა ზრუნავენ მის გათავისუფლებაზე. ჩვენი ქვეყნის ობიექტური პოლიტიკური ინტერესია, იყოს სიმშვიდე და ამ სიმშვიდისთვის მათ შორის, არის მნიშვნელოვანი, რომ სააკაშვილმა სათანადოდ მოიხადოს სასჯელი, თანასწორობის პრინციპის შესაბამისად. არ შეიძლება, სააკაშვილი იყოს პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით. მით უმეტეს, მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე დანარჩენ 9 000-ზე მეტ პატიმარს. ამიტომ, ამ პოლიტიკური დირექტივის მოცემის მცდელობას ჩვენ ვერ გავყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი