logo_geo
გიორგი ხელაშვილი: მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისა, რომ NATO-ში გაწევრიანება იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი
- +

20 ნოემბერი. 2022. 17:40

 

 

 

„ჩვენი მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისა, რომ NATO-ში გაწევრიანება იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა მადრიდში, სადაც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება.

 

„ბევრად უფრო დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ ვიდრე ადრე იყო. ჩვენს მიმართ დახმარება მომატებულია, მეტი ენთუზიაზმია აღმოსავლეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ყველა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მისწრაფებებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, მთავარია ჩვენ მზად ვიყოთ ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ჩვენი მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისთვის, რომ NATO-ში გაწევრიანება იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი